იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და გაყალბების შესახებ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:02, 31 Jul, 2017     1289
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და გაყალბების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის 2017 წლის 17 ივლისისა და ასევე, 24 ივლისის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ვასილ მშვენიერაძის მიერ ინიცირებული საკითხი ამ სასამართლოს კოლეგიების ფორმირების თაობაზე. მომხსენებელმა საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიასა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმეთა ნაკადის კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოლეგიაში განსახილველ საქმეთა სიჭარბისა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ იქნა წინადადება აღნიშნული კოლეგიების გაერთიანებების თაობაზე. საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი წინადადება მხარდაჭერილ იქნა. საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის დასაბუთებისათვის წარმოადგინა, ჯერ კიდევ საბჭოს წინა შემადგენლობის ფორმატში დაყენებული რეკომენდაცია - საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გაერთიანების მიზანშეწონილობის თაობაზე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების შერწყმა და ახალი კოლეგიის - სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიის შექმნა.

მიღებულმა გადაწყვეტილებამ სამართლებრივად დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხის განხილვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების რეორგანიზაციის სამართლებრივი ფორმიდან (კოლეგიების შერწყმა) გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელდა მოქმედი კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების რეორგანიზაციამ განაპირობა შემდეგი თანმდევი გადაწყვეტილებების მიღება: ახალ კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრა, ახალ კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის დადგენა და აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესაბამისი პროექტები საბჭოს წარედგინა სხდომაზევე, საკითხის განხილვის პროცესში.

საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, წარმოებდა აღნიშნული სხდომის აუდიო/ვიდეო ჩაწერა, სხდომა მიმდინარეობდა ღია ფორმატში და მას ესწრებოდნენ საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები. ამავდროულად, საბჭოს სხდომა პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა საერთო სასამართლოების შიდა ქსელით (ინტრანეტით) და საბჭოს ჰოლში დამონტაჟებულ მონიტორზე, იქ მყოფი მასმედიის წარმომადგენლებისათვის. სხდომის მიმდინარეობისას, გამოვლინდა ქსელის შეფერხება, რის თაობაზეც ინფორმაცია წარდგენილ იქნა საბჭოს სხდომაზე. აღნიშნული შეფერხება სავარაუდოდ გამოიწვია სხდომის „ტრანსლირების სერვერზე“ საერთო სასამართლოებიდან დიდი რაოდენობის მომხმარებელთა დაკავშირებამ.

„სერვერზე“ შეფერხების გამო, დაახლოებით 14:00 საათიდან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა სხდომაზე შესვენება, ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხიდან 12 საკითხის ჩაწერა. სპეციალისტების დახმარებით, საბჭოს „სერვერზე“ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე დღეს - 25 ივლისს.

შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი წევრის შეფასება, საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და ვიდეო ჩანაწერის გაყალბების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს.

განცხადებას არ უერთდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი" - აღნიშნულია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42