„შემდეგი გაჩერება საქართველოა“ - ექსპერტები მაიკლ პენსის ვიზიტს საქართველოში სტრატეგიულ ნაბიჯს უწოდებენ
პოლიტიკა - 15:46, 31 Jul, 2017     2605

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს 19:00 საათზე ეწვევა. პენსი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

მაიკლ პენსი ვიზიტის ფარგლებში გაამახვილებს ყურადღებას რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეებზე და ისაუბრებს სხვადასხვა საკითხებზე საქართველოსთან მიმართებით.

„ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ, რადგან ვიცით, რომ დღეს ნატო ძლიერი, ერთიანი და უფრო საჭიროა, ვიდრე ეს მეოთხედი საუკუნის წინ კომუნიზმის დაცემის შემდეგ იყო. არ არსებობს იმ საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის აგრესია, რომელიც თქვენი აღმოსავლეთ მეზობლისგან მოდის. დღეს რუსეთი ცდილობს შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალის გამოყენებით, ძირი გამოუთხაროს სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიას და ხელი შუწყოს ევროპის დაყოფას, დაუპირისპიროს ქვეყნები ერთმანეთს. პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, აშშ-ი ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას, მუქარას, ზეწოლას ბალტიის სახელმწიფოებსა და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სამხედრო ექსპერტები აფასებენ და აღნიშნულ მოვლენას მნიშვნელოვანს უწოდებენ. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში იქნება წინაპირობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის:

„თავისი განცხადებით, რომელიც მან გააკეთა ესტონეთში, ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი ქვეყნების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის, რომ გაღრმავდეს კიდევ უფრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. ვფიქრობ, შეერთებული შტატები იყო, რჩება და იქნება ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფო აღმშენებლობის მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებითაც“, - აღნიშნავს დავით სიხარულიძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე პენსის ვიზიტს სტრატეგიულ ნაბიჯს უწიდებს და აცხადებს, რომ საჭიროა საქართველომ ეს ყოველივე სასიკეთოდ გამოიყენოს:

„ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის მხრიდან კარგი ჟესტია, რომ ესტონეთისა და მონტენეგროს ფონზე საქართველოში ჩამოდის პენსი და ეს არის მათი გზავნილი მხარდაჭერისა. წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთი ვიზიტების შედეგად ვიღებდით ორმხრივი პროგრამების გაუმჯობესებას, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი საკითხების გაზრდას ხშირ შემთხვევაში. ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იყო ფინანსური დახმარებები ამერიკიდან. ახლა ეს ყველაფერი აღარ არის ან არის ძალიან დაბალ დონეზე. კარგია ამერიკელები ამას რომ აკეთებენ, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენ ამ დრომდე ვერაფერში გამოვიყენეთ, ჩვენი მუშაობა ამერიკელებთან ვერ გამოიხატა ვერაფერ კონკრეტულში“, - აღნიშნავს ხარშილძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია კი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერით თეთრი სახლი დაეთანხმა ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს რუსეთს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ორმხრივ ურთიერთობაში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების, არის სწორედ უსაფრთხოების კომპონენტი, ამერიკის დახმარება თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გაუმკლავდეს საფრთხეს, რომელიც ემუქრება რუსეთის მხრიდან, ის არის მთავარი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. გარდა ამისა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ფართო პოლიტიკური კონტექსტის დანახვა სწორედ უსაფრთხოების კუთხით და ეს ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერით თეთრი სახლი დაეთანხმა ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს რუსეთს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, უწესებს მას განსაკუთრებულ სანქციებს და ამ კონტექსტში საქართველოც მოხსენიებულია, როგორც სამიზნე ქვეყანა რუსეთის აგრესიის. შესაბამისად, ამ აგრესიის გასანეიტრალებლად ყველა კომპონენტი უნდა იყოს დღის წესრიგში, დაწყებული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესით“, - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42