მოხარული ვართ, რომ მაიკ პენსი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა - ჯანელიძე
პოლიტიკა - 11:22, 31 Jul, 2017     1177
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია - შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტახნის წინ გააკეთა.

"მოხარული ვართ, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. ასევე ხაზსგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში საქართველოსთან ერთად ისეთ ქვეყნებში იმართება, როგორიცაა - ესტონეთი და მონტენეგრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე ის გზავნილიც მეტყველებს, რაც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები - საქართველო და მონტენეგრო აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მოკავშირეები არიან და ამერიკა ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად დარჩება... ამერიკა ყოველთვის იყო ძირითადი გარანტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავიდა და ამ პერიოდში ამერიკის მხარდაჭერა პოლიტიკური თუ ფინანსური იყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის. ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მტკიცე მხარდამჭერია. ამ მიმართულებით ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მისი ადმინისტრაციისა და ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან აღმოჩენილი უპრეცედენტო მხარდაჭერა ვნახეთ, რაც რეზოლუციებში, განცხადებებსა თუ საკანონმდებლო აქტებში გამოიხატა. ამერიკა აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას კონსტრუქციული მიდგომებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით მხარს უჭერს. პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ამერიკის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ეს ვიზიტი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ამერიკაში საქართველოს მთავრობის წევრების ვიზიტებიც შეაფასა. მისი თქმით, ამერიკის მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი.

"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული განსაკუთრებული პროგრესი საფუძველია ჩვენი ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის“, - დასძინა ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42