პენსის ისტორიული ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობას - ქაცარავა
პოლიტიკა - 09:51, 31 Jul, 2017     1404
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გამოეხმაურა.

მისი თქმით, პენსის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობას.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ისტორიული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობას და აშშ-ის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ასევე როგორც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიური დინამიკა და შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ვაშინგტონი რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის სწრაფ განვითარებას და სტაბილურობას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პენსი დაესწრება საქართველოს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს "ღირსეული პარტნიორი 2017", რაც იმის დასტურია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და ჩვენი ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას.

სიმბოლურია, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დაემთხვა სწორედ საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. დარწმუნებული ვარ, მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მათ ახალ საფეხურზე გადაყვანას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42