,,შეერთებული შტატების გზავნილი ბალტიის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთნაირია. ,ჩვენ აღმოსავეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ თავისუფლების დასაცავად და ეს დიდი პატივია. შეერთებული შტატები ნატოსა და ჩვენი თავდაცვის ერთგული ვრჩებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან რეჟიმების მხარდაჭეა და აგრესიული ქმდებები, ასევე აღმოსაველთ უკრაინაში არ არის მისაღები“ - განაცხადა პენსმა.
აშშ-ს სახემლწიფო მდივანს საქართველოში დღეს ელოდებიან. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია.
მაიკლ პენსს თბილისში დღეს საღამოს 19:00 საათისთვის მეუღლესთან ერთად ელოდებიან. ოფოციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გაიმართება, რის შემდგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაეთედება.
შეხვედრისას იგეგმება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა საკითხის განხილვა, თმცა მთავარ თემად ოკუპაცია განიხილება. საქართველო პრემიერის მოწვევით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი თბილისში 2 დღე დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები






