ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს გლობალური სტაბილურობის დროშა - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 08:58, 31 Jul, 2017     1018
საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მოწვეულმა სტუმრებმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, რის შემდეგაც სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, უკვე მესამე წელია საქართველო ამ მნიშვნელოვანი, ერთობლივი სწავლების "ღირსეული პარტნიორი" ჩატარების ადგილია და ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია.

"მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი - "ღირსეული პარტნიორი", იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა.

მივესალმები სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში.

მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - ჩვენი საზოგადოებების დაცულობას, ჩვენი საზღვრების შეულახაობას, ჩვენს სიმშვიდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველი ხალხისა და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს ამ სამსახურისთვის.

"დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას და მეგობარს შეიძენთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იწყება და ვითარდება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით.

გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი "ღირსეული პარტნიორის" გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სწავლება ფართომასშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42