საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017-ის" ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, აღნიშნა, რომ ასეთი სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ მსგავსი სწავლებები საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწობს ხელს.
„საამაყოა, სწავლება ღირსეული პარტნიორის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის და მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი იქნება. უმნიშვნელოვანესია მსგავსი სწავლებები, ის გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზიარებლად. ვაფასებთ ნატოს და ამერიკის მხარდაჭერას. საქართველო ყველზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორია ავღანეთში. სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
პრემიერმა ასევე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისსაქართველოში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.
მასალის გამოყენების პირობები






