30 ივლისს, დილიდან საქართველოში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე უცნაური ზარები დაფიქსირდა, რომლებიც კოდით +675 იწყება. კოდი პაპუა ახალი გვინეას ეკუთვნის და შესაბამისად, ზარები ამ ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატელეფონო ნომრიდან არის შემოსული.
"ზარს მიშვებს ვიღაც, კოდით +675, პაპუა ახალი გვინეიდან..." - დღეს მსგავს პოსტებს მრავლად შეხვდებით ფეისბუქის ქართველ მომხმარებლებში.
როგორც გაირკვა ეს არის თაღლითური მეთოდი, რომელსაც ჰაკერები საკუთარი სატელეფონო ანგარიშების შესავსებად იყენებენ. ისინი ურეკავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატელეფონო ოპერატორი იყენებს უფასო ხაზს, რომელიც თანხას ადრესატს აჭრის. გადარეკვის შემთხვევაში კი უკვე საკმაოდ დიდ თანხას დაკარგავთ.
შესაბამისად, გირჩევთ, რომ თუ თქვენს მობილურზე მსგავსი ზარი შემოვიდა, არც უპასუხოთ და არც გადაურეკოთ!
მასალის გამოყენების პირობები






