"ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები" - საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილეებს მიმართა
პოლიტიკა - 13:15, 30 Jul, 2017     831

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"პატივცემულო სტუმრებო, ელჩებო და ჩვენო ღირსეულო ჯარისკაცებო და მებრძოლებო.

უკვე მესამე წელია ამ მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიების “სწავლება ღირსეული პარტნიორის” ჩატარების ადგილია.

ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია. მე ვერ ავღწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი “ღირსეული პარტნიორი”, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა.

ამიტომ გულითადად მივესალმები ჩვენს ჯარისკაცებს, გერმანელ , თურქ, ესპანელ,რუმინელ, სლოვენიელ, სომეხ და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში.

მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს , ჩვენი საზოგადოებები იყოს დაცული , რომ ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდეში. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ სამსახურისთვის. მადლობა გეუბნებით და მადლობას გეუბნებათ თითოეული მოქალაქე თქვენი ქვეყნების. დარწმუნებული ვარ სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას შეიძენთ და ბევრი აქედან წავა მეგობრად ერთმანეთისა , პირად მეგობრებად , იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნებში შორის მეგობრობა ვითარდება და იწყება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42