საქართველოს პრეზიდენტი აცახადებს, რომ ამ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია და მას მსგავსი დოკუმენტი საერთოდ არ შეუვსია. სააკაშვილი დაუყოვნებლივ გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელმოწერის გამყალბებელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
"შოკში ვარ! სწორედ ახლა ვნახე იმ ანკეტის ასლი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით მისი ფრაქციის ერთერთმა ლიდერმა გამოაქვეყნა.

აი ამ ქაღალდის საფუძველზე ჩამომართვა პრეზიდენტმა მოქალაქეობა. მე სრული პასუხიოსმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის ჩემი ხელმოწერა და არ არის ჩემს მიერ შევსებული ანკეტა! მოვითხოვ დაუყოვნებლივ გრაფიკულ ექსპერტიზას! ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს! ახლა თქვენ გესმით, სახელმწიფო ხელისუფლების რა სიმაღლეზე შეაღწიეს თაღლითებმა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
აქვე საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარი ხელმოწერის ნიმუშებს აქვეყნებს.
"აი ასე გამოიყურება ჩემი ხელმოწერა - ეს არის დოკუმენტი თბილისში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიიბლიოთეკის" ოფიციალური არქივიდან, ის ბიბლიოთეკის ფასადზეა," - წერს სააკაშვილი და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც უკრაინაში იმყოფება, ხელმოწერისას მხოლოდ "კირილიცას" იყენებს.

მასალის გამოყენების პირობები






