,,ჩემი ელე... გადარჩენისთვის იბრძვის! გთხოვ იბრძოლო! ასე არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის“ - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი
სოც.მედია - 15:46, 29 Jul, 2017     19781
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის:

,,ჩემი ელე

ეს გოგო ელეა, ელენე ბაირამოვი. მე და ელე კლასელები ვიყავით. პირველი კლასიდან დავმეგობრდით. წინა არჩევნებზე ჩემი საარჩევნო შტაბის ბურჯი ელე იყო, ჩუმი და საქმიანი. შემდეგი სამი წელი საკრებულოში ყოფნისას ჩემი თანაშემწეა და ვისაც ჩემთან შეხება ჰქონდა და ყველამ იცის როგორი გულითადი, როგორი საქმიანი, როგორი დაუზარელია ელე. ცხოვრებაში არ მყოლია ასეთი საქმიანი და ერთგული ადამიანი გვერდით. ის ჩემი მარჯვენა ხელიცაა და მარცხენაც. ახლა კი, რამდენიმე თვეა ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის, ელე გადარჩენისთვის იბრძვის. ერთ დღეს, უცბათ აღმოაჩნდა სიმსივნე და მას მერე იბრძვის, იბრძვის.... მე კი ახლა ვწერ იმას რომ ამ გაგანია საარჩევნო პერიოდში თუ ვინმე მაკლია - ელეა, დაუღალავი, ენერგიული ელე. ყველაზე გადაუჭრელ პრობლემასაც რომ მშვიდად და აუღელვებლად აგვარებს ის ელე, ამას იმიტომ ვწერ რომ საჯაროდაც გთხოვო არ მოეშვა, არ გაბედო ხელების ჩამოყრა. არ გაბედო ჩემი ამ უზარმაზარ საქმეში უშენოდ მიტოვება. მე მჭირდები ელე !!! გთხოვ იბრძოლო, გემუდარები იბრძოლო!!! უზარმაზარი საქმეები გველის. უზარმაზარი პრობლემებია ქალაქში მოსაგვარებელი და უშენოდ ვერაფერს გავწვდები. ეს წლებია პრობლემებს რომ ინიშნავ და მათ მოგვარებაზე ოცნებობ, აი, ისინი მოსაგვარებელია. ჩემო ელე, გემუდარები იბრძოლო. შენ უნდა დაამარცხო ეგ ოხრობა, უნდა მოერიო და მალე, სულ მალე ისევ ისე შემართებით უნდა მოხვიდე სამსახურში. უარი არ მიიღება, არა, არა

ასე არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის ჩემო ელე" - წერს ალეკო ელისაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42