„ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო ეს ხელშეკრულებით გადაყვანა თუ კანონიდან გამომდინარე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ გამოჩნდა, რომ ნარმანია საერთოდ არ ფლობს სიტუაციას და არ იცის რა ხდება მერიაში, პასუხი ვერ გასცა ამ საკითხს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ის, რომ მერია, საკრებულო დღეს არის ძალიან გაბერილი, ბევრი ფული იხარჯება სწორედ ამ ბიუროკრატიაზე, ეს არის ცალსახა და ეს არის ხალხის ფულის არასწორად, უსამართლოდ ხარჯვა. ჩვენ გვქონდა ამაზე ბრიფინგი, რომ კონკრეტული მონაცემი არსებობს, კონკრეტული ფაქტი, რომ ქალაქს ნახევარი მილიონი გვიჯდება მერიაში „პიარშიკების“ და საარჩევნო სპეციალისტების დასაქმება, რაც მოხდა ივნისში ანუ საარჩევნოდ, ძალიან მაღალ ხელფასზე 4-5 ათას ლარზე აჰყავთ საარჩევნო სპეციალისტები, რათა არჩევნებისთვის გამოიყენენო. ის, რომ დღეს მერიაში არის პოლიტიზირებული ვითარება, არის გაბერილი შტატები და ფული იფლანგება, ეს არის აბსოლუტური მოცემულობა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები






