,,თბილისის მერია იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად“ - ზაალ უდუმაშვილი მერიას დასაქმებული 600 ადამიანის სიის გასაჯაროვებას თხოვს
პოლიტიკა - 15:21, 29 Jul, 2017     1776
ერთ დღიში დასაქმებული 600-მდე ადამიანი თბილისი მერიაში - დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდეს, სპეციალური განცხადება გააკეთ დღეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისი მერია იქცა ქართული ოცნების შტაბად და იქ, ადამიანების დასაქმების მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობაა.

სახეზეა ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი თვალსაჩნო მაგალითი. ნარმანიამ ერთ დღეში, 600-ზე მეტი თანამშრომელი დაასაქმა მხოლოდ ერთი მოტივით - გააძლიერო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურის. ,,ქართულმა ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა ტრადიციად, როცა მერიის სტრუქტურებში ასობით ადამიანი საქმდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული ნიშნით და არა ადმაიანების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით, ეს ადამიანები ემსახურებიან არა თბილისი პრობლემების მოგვარებას, არამედ ,,ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებს. თბილსიის მერიას იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

მერობის კანდიდატი თბილისი მერიისგან ითხოვს, ოფიციალურად გასაჯაროვდეს ერთ დღეში დასაქმებული ადამაინების სია. უდუმაშვილმა პრესკონფერენციაზე ის დოკუმენტიც გააცნო ჟურნალისტებს, საიდანაც ირკვევა, რომ მერია დასაქმებულთა სიას ასაიდუმლოებს თვით საკრებულოს დეპუტატებისთვისაც კი.

,,მე მოვითხოვ გასაჯაროვდეს იმ ადამიანების სია, რომელიც თბილისის მერმა ერთი ხელისმოსმით დაასაქმა და მათ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები დაუნიშნა თბილისელების ხარჯზე. ეს სია საიდუმლოა არა თბილისელებისთვის, არამედ საკრებულოს დეპუტატებისთვისაც კი. აი, რა მიიღეს ჩვენმა დეპუტატებმა პასუხად - პრაქტიკულად ცარიელი ფურცელი. ასე აწვდის დეპუტატებს ინფორმაციას თბილსის მერია“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მერიაში ადამიანების დასაქმება მოხდება არა პარტიული არამედ პროფესიონალიზმისა და ცოდნის საფუძველზე.

,,კატეგორიულად ვაცხდებ, რომ თბილისის მერის არჩევნების შემდეგ მერია და სხვა სტრუქტურები დაკომპლექტდება მხოლოდ ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარების ნიშნით და არა პარტიული ნიშნით. ვისაც შეეძლება საქმის კეთდება მე არ დავინტერესდები თუ რომელი პარტიის მიმართ გააჩნია მას სიმპათია. თბილისის მერიის თანამშრომლების აყვანა მოხდა კონკურსის წესით და ეს იქნება გამჭვირვალე.

მე პირადად ვიქნები პასუხისმგებელი ყევლა თბილისელის წინაშე და მერია იმუშავებს 24 საათიან რეჟმში თბილისელების პრობლემის მოსაგვარებლად და დაცლილი იქნება პოლიტიკური და პარტიული მიკუთვნებისაგან“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერიაში ერთ დეში 600 ადამიანის დასაქმებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქლაქის მუნიციპალიტეტში უკვე უპასუხეს.

ნარმანიას უწყება აღნიშნული ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42