"ჩნდება ეჭვი, რომ გერმანული კომპანიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში ჩართულები არ არიან"
პოლიტიკა - 15:02, 29 Jul, 2017     2055
არასამთავრობო ორგანიზაცია "არა კორუფციას" ერთ–ერთი დამფუძნებლის ქეთი ენუქიძის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში ჩართული გერმანული კომპანიები თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

"გერმანული კომპანიები, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში არიან ჩართული, ჩვენთან კონტაქტზე უარს აცხადებენ. ტელეფონითა თუ ელექტრონული ფოსტით მათთან დაკავშირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი არსებულ კითხვებზე პასუხებს არ სცემენ. სწორედ თბილისის გენერალური გეგმის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავინტერესდით, თუ რა გეგმები აქვთ კომპანიებს ( "AS&P-Albert Speer & Partner Gmbh"; Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MBH) ჩვენს დედაქალაქთან მიმართებაში. თუმცა მათ ჩვენთან კონტაქტი და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს" - განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის გენერალური გეგმის შედგენა ავალია კომპანია "სითი ინსტიტუტს", რომლის წარმომავლობაც ბუნდოვანია, ჩნდება ეჭვი, საერთოდ არიან რო ჩართულები გერმანული კომპანიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში.

"თქვენ მოგეხსენბათ, რომ დედაქალაქის დაგეგმარებაზე კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, რომელიც მიზნად ისახავდა, ქ.თბილისი მიწათსარგებლობის გეგმის წინასაპროექტო მოსაზრების, საკონსულტაციო მომსახურების შეძენას. ეს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კონკურსის გამოცხადების დროისათვის არ არსებობდა, ის შეიქმნა იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი მიეღო. ყოველივე ზემოთქმული აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ შეიქმნა გარკვეული სქემა, რომლის საშუალებითაც თანხების გაფლანგვა მოხდა. რამეთუ არანაირი კვლევა, არგუმენტირებული გათვლები და დაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის, თანხები კი, გადახდილია. ალბათ ბუნებრივია თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის ერგო თვე ნახევრის გახსნილ კომპანიას ჯერ 50 ათას ლარიანი მოგვიანებით კი 2 800 000 ლარის კონტრაქტები. სწორედ ესეთი ბუნდოვანება ბადებს ეჭვს, რომ ის გერმანული კომპანიები, რომლებზეც საჯაროდ საუბრობენ, ქალაქის დაგეგმარბის პროცესში ჩართულები საერთოდ არ არიან" – განაცხადა ენუქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42