ერთ დღეში დასაქმებული 600-მდე ადამიანი - თბილისის მერია ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
პოლიტიკა - 11:36, 29 Jul, 2017     2253
თბილისის მერიაში ერთ დეში 600 ადამიანის დასაქმებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქლაქის მუნიციპალიტეტში უპასუხეს.

„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმარტავთ, რომ 1-ლი ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ"ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების მომენტიდან, არც ერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, დედაქალაქის მერია მალავს ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა სიას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კანონმდებლობით დადგენილია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი, კერძოდ, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს პერსონალური მონაცემი, თუ სუბიექტი თანამდებობის პირია, დანარჩენ შემთხვევაში პერსონალური მონაცემი დაცულია გამჟღავნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საფუძვლებისა.

მედიასაშუალების ეთერში გასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციასთან ერთად გადაუმოწმებელ ფაქტებსაც შეიცავდა. მაგალითისთვის, სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს - პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42