წულუკიანი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობის და პროცედურების შეცვლას არ აპირებს
პოლიტიკა - 21:15, 28 Jul, 2017     1974
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მთავრობისადმი მოწოდებას, რომ შეიცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი(შემადგენლობა) და პროცედურები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა:

„ჩვენ ყოველთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატი გავმართოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კონკურსი და ეს სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ. ამიტომაც, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს. ძალიან დასანანია ის, რომ „საიას“ თავმჯდომარე, როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს. რაც შეეხება მათ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ მათი მონაწილეობით, არამედ არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, ამგვარი რამ არცერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად, არ არსებობს ამის პრაქტიკა. ჩვენი კომისია კი ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებულ იქნა როგორც დადებითი და ევროპული ყაიდის და ტიპის. შესაბამისად, პროცედურაში ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია, მათ შორის, „საიას“ პოზიცია მომავალშიც მზად ვართ ისინი გავიზიაროთ“- განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42