აღნიშნული კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად განხორციელდა. დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება. აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისთვის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
დრილ სერჟანტთა კურსი 9 მსმენელმა დაასრულა. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გადიოდა. სამხედროებმა საცეცხლე და სამედიცინო მომზადება, კავშირგაბმულობა, სხვადასხვა სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და სხვა სამხედრო დისციპლინები გაიარეს.
კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






