შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორიბის სიკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბაქო-სუფსის მილსადენი შეფერხებების გარეშე იმუშავებს. მინისტრის თქმით, აღნიშნული მილსადენი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი და სახელმწიფო ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული:
„ეს არ არის ახალი მოვლენა, შესაბამისად, ყველა განხილვა ამასთან დაკავშირებით არის უკვე გაკეთებული, ჩატარებული და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომ მილსადენმა იმუშაოს შეფერხებების გარეშე. ეს ასე ხდება და მომავალში გაგრძელდება. იქ მრავალმხრივი ინტერესია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულ ობიექტი და ბუნებრივია, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული და ეს ასე იმუშავებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






