ოლიგარქიულ-პოლიტიკურ ელიტებს შორის გარიგება - "ენმ" სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე
პოლიტიკა - 10:06, 28 Jul, 2017     1526
"ქართველ და უკრაინელ ოლიგარქებს შორის გარიგება" - ასე აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაეობის ჩამორთმევას.

ენმ-ს წევრები საჭიროების შემთხვევაში, კიევში ჩასვლისა და მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცესში ჩართვისთვის მზად არიან.

„ენმ“-ში ამბობენ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ისეთივე ნაბიჯი გადადგა, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით, ოპოზიციური პოლიტიკური ველი მოასუფთავა.

„მოხდა ოლიგარქიულ - პოლიტიკურ ელიტებს შორის გარიგება, მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა და სწორედ ისეთივე ნაბიჯი გადადგა პოროშენკომ, როგორიც ივანიშვილმა თავის დროზე, როდესაც მოისუფთავა ველი, ვინაიდან სააკაშვილს ის განიხილავდა, როგორც მთავარ კონკურენტს საქართველოში და ამ მოცემულობაში უწევს მუშაობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი წლის მანძილზე. რეპრესიები, დაკითხვები, განდევნილი პოლიტიკური ლიდერები, რაც რეალურად საგანგაშო ვითარებას ქმნის ქვეყანაში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტას ითხოვს.

„თუ ჩვენ გვთხოვენ, რომ უკრაინაში მის პარტიას დავუდგეთ გვერდში და მივაწოდოთ მასალები იმისთვის, რომ დამტკიცდეს სიცრუე იმ ბრალდებებისა, რომელსაც მას უყენებენ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ, ჩვენი მთავარი ბრძოლა ბუნებრივია, არის საქართველოში და ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ დასრულდეს მის და ზოგადად ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა და გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42