სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა.
"ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პარაშენკოს სახით, ახმეტოვსითვის და სხვების, მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავრი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის, რომ ერთის მხრივ არიან ესენი პარაშენკო, ახნმეტოვი, ავაკოვი ეს მთელი ბანდიტების კორპორაცია, რომელიც მათ უკავშირდება და მეორე მხარეს არიან ის ახალი ძალები, რომელიც მე შევკარი ერთად გავაერთიანე და რა თქმა უნდა რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო.
მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა, ბათუმში ტყუილად არ მოინდომა ჩასვლა იმიტომ, რომ ურეკში შევლა უნდოდა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი, რა თქმა უნდა რაღაცას გადადგამდნენ ნაბიჯს. საქმე იმაშია, რომ არც ივანიშვილს სჭირდება ჩემი საქართველოში ყოფნა. პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩემი ამერიკაში ყოფნის დროს მიიღო, მე რომ იქ ვყოფილიყავი, მაშინ ექსტრადირება უნდა განეხორციელებინა და როგორც ავღნიშნე, ჩემი საქართველოში ყოფნა ივანიშვილს არ სჭირდება"-აცხადებს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






