,,სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - სააკაშვილმა მოახერხა დიდ პოლიტიკაში არაქტიურ და მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩენილიყო.
ცხადია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ცალსახად პოლიტიკური აქტია და ამაზე მგონი არავინ კამათობს, თუ არ ჩავთვლით იმ სისულელეებს, რასაც თბილისის მერის თამადობით, ბოღმისგან ანალიზის უნარდაკარგული ადამიანები აცხადებენ.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, პოროშენკოს გადაწყვეტილების უკან აშკარად შიშის ინსტიქტი ბჟუტავს. ბუნებრივია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება კიევში პოლიტიკურ ვითარებაზე, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ოპოზიციის კონსოლიდაციის პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაში იყო და სააკაშვილი ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა“ - აცხადებს ქარდავა.
ედპ-ს ლიდერი პოროშენკოს საქართველოში ვიზიტზსა და რუსული მედიის გამოხმაურებებზე აკეთებს აქცენტს, რაც მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
,,გარდა ამისა, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემთხვევა პოროშენკოს ვიზიტს საქართველოში, თუმცა გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მაინც უკრაინის პრეზიდენტს უფრო სჭირდებოდა - ის რეალურად გრძნობს საფრთხეს სააკაშვილისგან, თუმცა რუსული მედიის გამოხმაურება სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ პუტინის გავლენა, თუნდაც რუსეთიდან წასულ ოლიგარქებზე რომ საკმაოდ დიდია.
დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომის მონელება პირველ რიგში პოროშენკოს და მერე ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეებს ძალიან გაუჭირდებათ“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






