გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა შეარჩიოს - NGO-ების მიმართვა
პოლიტიკა - 18:01, 27 Jul, 2017     1053
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ გენერალურ აუდიტორად პოლიტიკურად ნეიტრალური პირი შეარჩიოს. მიმართვას 10 გავლენიანი ორგანიზაცია აწერს ხელს:
"25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად აუცილებელია ხელისუფლებამ გამოავლინოს პოლიტიკური ნება დამოუკიდებელი გენერალური აუდიტორის დასამტკიცებლად, რომელიც არ იქნება ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ კონსტიტუციასთან და პარლამენტთან. ეს აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის, დამოუკიდებელობის უზრუნველსაყოფად.

ბოლო წლების განმავლობაში აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა, როგორც მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანო, რაც აღნიშნულია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა 2012 წლამდე არსებული გამოცდილების გათვალიწინებით.

წარსული გამოცდილების, ასევე აუდიტის სამსახურის ფუნქციებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2013 წელს შევთავაზეთ ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაცია კანონმდებლობით დადგენილიყო შეზღუდვა აუდიტის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების - გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების პოლიტიკურ/პარტიულ საქმიანობაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე მათი ყოფნის მანძილზე, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე თანამდებობის დაკავებამდე და, ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ვინაიდან აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას არსებითად განაპირობებს სწორედ გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ორ თვეზე მეტია გასული მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც თორდიას განცხადებით მას ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორი დაცვის წევრებთან ერთად. მომხდარიდან ორი თვის თავზე ინციდენტი არ არის გამოძიებული და კვლავ რჩება კითხვები უკავშირდებოდა ის თუ არა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის სამსახურეობრივ საქმიანობას, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გენერალური აუდიტორის შერჩევის პროცესში გამოირიცხოს პოლიტიკური მიკერძოების განცდა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, კეთილსინდისიერად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული ზედამხედველობითი უფლებამოსილება და ახალ გენერალურ აუდიტორად დაამტკიცოს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული რომელიმე პარტიასთან და იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42