ხოშტარია ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
„ცხადია NDI არის კვალიფიციური კვლევა და მთავარი დასკვნა რაც ჩვენ შეგვიძლია ამ კვლევიდან გამოვიტანოთ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების, გადაუწყვეტელია, უკმაყოფილოა და ზოგადად დაკარგული აქვს პოლიტიკოსების მიმართ ნდობა. რაც იყოს მთავარი ორიენტირი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, თუ რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს.
ამავე კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ძირითადი პრობლემების რაც მოსახლეობას აწუხებს და დარჩენილი საკმაოდ დიდი დრო ჩვენ უნდა დავუთმოთ არა თვითკმაყოფილებას, კეკლუცობას ან კინკლაობას, არამედ გამოსავლის შეთავაზებას ადამიანებისთვის: როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღატაკე, მოუხერხებელი ქალაქი როგორ გახდეს უფრო მოხერხებული ცხოვრებისთვის, როგორ იყოს უფრო სუფთა ჰაერი ქალაქში და ყველა ის პრობლემა რაც არის ამ ჩამონათვალში, ეს არის მთავარი ამოცანა დღეს პოლიტიკოსების“- განაცხადა ხოშტარიამ.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა.
კითხვაზე ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას პასუხები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - 30%, ალეკო ელისაშვილი - 19%, ზაალ უდუმაშვილი - 18%, ელენე ხოშტარია - 5%.
მასალის გამოყენების პირობები






