ფედერიკა მოგერინი: ,,სინანულს გამოვთქვამთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსესუსის ნაკლებობის გამო და ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას“
პოლიტიკა - 08:00, 28 Jul, 2017     1252
ევრკომისიის ვიცე პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს პასუხობს. მოგერინი სინანულს გამოთქვამს რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო:

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისა და ჩემ მიმართ, სადაც თქვენ ოცდათორმეტ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად გამოხატავთ საერთო შეშფოთებას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით კონსტიტუციური რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს, ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო პროექტი ადასტურებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა მის ძალაში შესვლას 2024 წლამდე გადაავადებს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად იქნა შეტანილი.

სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო.

თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსესუსზე დაფუძნება.”- აღნიშნულია მოგერინის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42