ჩიხრაძემ მმართველ პოლიტიკურ გუნდს პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდა.
"სამწუხაროდ, ჩვენ პრეზიდენტის, მისი ნაბიჯების მიმართ არაერთხელ მოგვისმენია, გვინახავს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტართა მხრიდან არაეთიკური გამოთქმები, თავდასხმები. ხშირ შემთხვევაში, რაღაც ქმედებებისა თუ განზრახვების დაბრალება, მაგრამ ამაზე პრეზიდენტს, ადმინისტრაციას, მის წარმომადგენლებს მწვავე რეაქცია არ მიუცია.
მთუმეტეს არაეთიკური გამოთქმა და შეფასება არასდროს ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. გუშინ, რაც ვნახეთ ეს არ იყო ჩვეულებრივი, თუნდაც პერსონალურობით დატვირთული დაპირისპირება. ეს იყო პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, ამას ვერ გავიყვანთ ჩვეულებრივი დაპირისპირების რეგისტრში. ეს იყო ბევრად უფრო მეტი, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობდა რომ საპარლამენტო მდივნისათვის გამოსვლა გაეწყვეტინებინა, მიეთითებინა რისი თქმის უფლება ჰქონდა და რისი არა. აეკრძალა რაღაც მიმართულებებით მოსაზრებების გამოთქმა და ასე შემდეგ. იყო მიკროფონის გამორთვის მუქარა. ეს მართლაც გასცდა ყველაფერს, რაც სერიოზული ინსტიტუციური პრობლემაა საქართველოში, იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით ყველა გადახედავს თავის პოზიციას და ასე გაგრძელების უფლებას საკუთარ თავს აღარ მისცემენ"- განცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






