კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 15:44, 27 Jul, 2017     878
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კახა კახიშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ. მინისტრმა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, ყურადღება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელების დანერგვაზე გაამახვილა. მისი თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა, 24 000-დან 9 350-მდე. მან იმედი გამოთქვა, რომ პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის გამოყენების გაფართოება მსჯავრდებულთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ კუთხით, მინისტრმა შინაპატიმრობის დანერგვის საკითხს გაუსვა ხაზი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე, მისი გამოყენება მხოლოდ არასრულწლოვანთათვის ხდებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა, ასევე, შესაძლებელი იქნება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ.

გარდა ამისა, კახა კახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი სიახლის შემოღებაა დაგეგმილი, მათ შორის მთავრობა მუშაობს შინაპატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის დანერგვაზე, რაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა რაოდენობას შეამცირებს.

CEP-ის პრეზიდენტის ჯერი მაკნელის განცხადებით, საქართველო რეგიონში პრობაციის ევროპული ქსელის მნიშვნელოვანი და მთავარი პარტნიორია. მან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები. მისი თქმით, საქართველომ ძალიან მოკლე დროში განავითარა პროფესიონალური და მაღალი სტანდარტის პრობაციის სისტემა.

პრობაციის ევროპული კონფედერაცია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობენ. ამასთან, CEP-ის საერთაშორისო კონფერენცია 2019 წელს საქართველოში ჩატარდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლიაც ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული სოციალური საწარმო და ქვემო ქართლის პრობაციის ახალი კონცეფციის ბიურო დაათვალიერა. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ მონიტორინგის ცენტის მუშაობას, საიდანაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობა აღსრულდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42