"პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და თანამშრომლობას გამოხატავს"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:04, 27 Jul, 2017     1150
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მაიკ პენსის ვიზიტი ნათლად აჩვენებს ამერიკის ინტერესს და მხარდაჭერას ქართველი ერისა და სახელმწიფოსადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციები, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ასევე მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

"ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, ასევე ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ ქართულ მიწაზეც.

წვრთნები, აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება აშშ-ის დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური ნაწილია.

ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თანამშრომლობა და ერთიანობა, რომელიც საქართველო-ამერიკას შორისაა.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირის, ნატოსა და ინტეგრაციის პროცესების მიმართულებით გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში გააცხადებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტები ამერიკა-საქართველოს და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოთი, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: BBC -ის, Reuters-ის, Associated France Press-ის (AFP), Anadolu Agency-ის, Al Jazeera-ს, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, RTVi-ს, Starvision-ის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42