თამბაქოს შეფუთვა და განლაგება - წესების ცვლილება 2023 წლამდე გადაიდო
პოლიტიკა - 14:22, 27 Jul, 2017     2371

2017 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით ცვლილება შეიტანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი.

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილების შეტანას. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სხვა პოზიტიური ცვლილებები (დახურულ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვა, თამბაქოს პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამებისა და სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესს და ა. შ.) უკვე დადგენილ ვადებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს მაცხოვრებელთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ მრავალი წლით გადაიდება, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42