კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე კანდიდატთა რეიტინგული მონაცემები თითქმის თანაბარია.
სახელისუფლებო კანდიდატს - კახა კალაძეს თბილისის მოსახლეობის 30%-ი მისცემდა ხმას, ალეკო ელისაშვილისა და ზაალ უდუმაშვილის მონაცემები ფაქტობრივდ იდენტურია ელისაშვილი - 19% ; უდუმაშვილი - 18 %. არასახარბიელო მდგოიმარეობაშია ელენე ხოშტარია, რომელსაც გამოკითხულთა მხოლიდ 5 % მისცემდა ხმას.
აღსანიშნავია, რომ 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.
ექსპერტები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის შედეგებს სამწუხარო რეალობას უწოდებენ. „ნიუპსტთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის საგანგაშო ნიშნული სახელისუფლებო კრიზისზე მიუთითებს. მეტიც, ხუხაშვილის განცხადებით, კალაძის 30% თავიდან ბოლომდე ადმინისტრაციულ რესურსად შეიძლება ჩაითვალოს. ექსპერი ოპოზიციის მაჩვენებლებსაც არ თვლის სახარბიელოდ, თუმცა ანალიზის შედეგად ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური გარანტირებულია.
მისივე შეფასებით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებამდე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ, რადგან ეს მაჩვენებელი, ძალიან მაღალი - 62%.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა დიდ ნაწილს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ განსაკუთრებულად მყარი პოზიცია არ აქვთ.
მმართველ პოლიტიკურ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ხმას მხოლოდ 22% მისცემდა, ნაცინალური მოძაობა 10 % მდეა, ყველა სხვა დანარჩენი პარტიისადმი ხმის მიცემის მაჩვენებელი ბარიერის ზღვარზეა“.
„კვლევის შედეგები კანონზომიერია. მეც და სხვები, მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ამომრჩევლის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების რეიტინგი ადმინისტრაციულ რესურსზე დგას. ქართული ოცნების 22%-იანი რეიტინგი ნიშნავს, მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსს. ხელისუფლებას ნატურალური ამომრჩეველი აღარ ჰყავს, თუმცა ოპოზიციაც შავ დღეშია. ადამიანების უმრავლესობა არჩევანს უბრალოდ ვერ პოულობს. ამ ტენდენციაზე ჩვენ, ძალიან ბევრი ადამიანი, კვლევის გარეშეც ვსაუბრობდით. კვლევამ კი ეს სამწუხარო რეალობა უბრალოდ დაადასტურა"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა საზოგადოებაში არსებულ ნიჰილიზმზე მეტყველებს.
"ამომრჩევლის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია ჰყავს. ის ეძებს ახალს, თუმცა, პოლიტიკური ბაზარი, მას ამ სიახლეს ვერ სთავაზობს.
ერთადერთი რისი პროგნოზიც ამ ეტაპზე შეიძლება გავაკეთოთ, მერობის კანდიდატების რეიტინგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა ორი მოცემულობა. პირველი: მეორე ტური აუცილებლად იქნება და მეორე: თუ ელისაშვილი გავა მეორე ტურში, მაღალი ალბათობით კახი კალაძე აგებს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილისა და უდუმაშვილის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა, ენმ-ს კანდიდატის ირგვლივ, ჩემი აზრით, ოპოზიციის კონსოლიდაცია ვერ მოხდება. ალეკო ელისაშვილის პირობითი ამომრჩეველი, უდუმაშვილს ხმას არ მისცემს. მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციის კონსოლიდაციას გადამწყვეტი ფაქტორი ექნება. თუმცა ამომრჩეველი ფიქრობს მარტივად. გასაგებია, რომ ელისაშვილს აქვს სურვილი, მაგრამ ამომრჩეველს ეჭვი ეპარება, რომ მას ამ ამოცანის (ნეპოტიზმი, კლანები) გადაწყვეტა. მის პროფესიონალიზმში, მენეჯერულ თვისებებში, მის სიბრძნეში ეპარება ეჭვი. სურვილი ერთია და გაკეთება მეორეა. ამ სხვაობას ამომრჩეველი კარგად ხედავს"- განმარტა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მუშაობისას მთავარი ლოზუნგი, მერიის კორუფციისგან გაწმენდა უნდა იყოს.
"თბილისში მთავარი ლოზუნგი, რაც ამომრჩევლის განწყობიდან გამომდინარე, არჩევნებს იგებს, ეს არის მარტივი: გავწმინდოთ მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან. ეს არის ფუნდამენტური ლოზუნგი. იგივე კვლევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მერიაში ძალიან სერიოზულად აქვს ფესვი გადგმული ნეპოტიზმსა და კორუფციას. შესაბამისად ამომრჩევლის მოთხოვნაა ყოველივე ამისგან გაიწმინდოს დედაქალაქის მერია.
პარტიული ინტერესების გატარებაში მხოლოდ მოქმედი ხელისუფლება არ არის შემჩნეული, გვახსოვს გიგი უგულავას ბრალად რა ედებოდა - აქტივის დასაქმება"- თქვა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






