კითხვაზე ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა მთლიანი შედეგების მიხედვით, 40%-მა არ იცის, 22% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 14%--მა პასუხზე უარი განაცხადა, 7 % -ენმ, არცერთი 7%, ევროპული საქართველო 3%, სხვა 8%.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს 35% არ იცის, 27% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 15% პასუხზე უარი განაცხადა, 8% -ენმ, არცერთი პარტია 5%, ევროპული საქართველო 3%, სხვა 7%.
ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელიც პარტია გაიმარჯვებდა და რომელი დაიკავებდა მეორე ადგილს. 46% თვლის რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებდა, 2% თვლის რომ ოცნება მეორე ადგილს დაიკავებს, არ იცის 33%, არცერთი პარტია 8 %, ენმ-ს გამარჯვების სჯერა 5%, ის რომ ენმ მეორე ადგილს დაიკავებს მიაჩნია 23%, პასუხზე უარი განაცხადა 4%-მას, 2 % ფიქრობს, რომ ევროპული საქართველო გაიმარჯვებს, 5 %-ს მიაჩნია რომ ევროპული საქართველო მეორე ადგილზე გავა. პატრიოტთა ალიანსის პირველ ადგილზე გასვლას ფიქრობს 1%, მეორეზე 3%.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები






