საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, როგორც გუშინ გახდა ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მიიღო, ცნობილია რომ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ქვეყნის - უკრაინის მოქალაქეობა აქვს. რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მის ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები საუბრობენ უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რადგან პირს, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა გააჩნია, არ შეიძლება ჩამოერთვეს იგი.
ასევე საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი „საეჭვოდ დაემთხვა“ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვიზიტს საქართველოშ, რომლის ფარგლებშიც იგი უკრეკში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






