ომბუდსმენის რეკომენდაცია მუხთარლის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურამ ნაწილობრივ გაიზიარა
პოლიტიკა - 12:59, 27 Jul, 2017     721
საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობისა და მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე ნაწილობრივ გაიზიარა.

"აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ჟურნალისტის განცხადებით, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით (სსკ 143–1) მიმდინარეობდა გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის წინადადებით მიმართა. ამასთან, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის უნდა მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

2017 წლის 21 ივლისის სახალხო დამცველს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წერილობით აცნობეს, რომ აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. რაც შეეხება ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის საკითხს, მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. სახალხო დამცველი არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის" - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42