კითხვაზე ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 35 % პასუხობს რომ გადაწყვეტილი აქვს, 62 %-ს კი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, არ იცის 3%-მა , უარი განაცხადა პასუხზე 1%-მა.
მათ შორის ვისაც გადაწყვეტილება მიღებული აქვს 39% 56 წელზე მეტისაა, 37 % 36-55 ასაკის ადამიანებს წარმოადგენენ, ხოლო 30% 18-25 ასაკის ადამიანებს. გადაუწყვეტელ ადამიანებს შორის ყველაზე დიდი წილი 68% 18-25 წლამდე ადამიანებს ეკუთვნის.
არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას აპირებს 57%, ხოლო სავარაუდოდ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას 43%.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები






