ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა.
კვლევის შედეგების თანახმად არჩევნების ჩატარების შეფასებისთვის 46%-სთვის საკუთარი მოსაზრებაა მნიშვნელოვანი , 23%-სთვის უცხოელი დამკვირვებლების, 23%-სთვის ცესკოს მოსაზრება, 18 %-სთვის ირგვლივ მყოფი ხალხის, 16%-ს იმ პარტიის მოსაზრება მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომელსაც მხარს უჭერს, 12%-ს ქართული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, 10%-ს საქართველოს მთავრობის მოსაზრება მიაჩნია მნიშვნელოვნად, ხოლო 9% მედიისა და ჟურნალისტების მოსაზრებას ანიჭებს უპირატესობას. 5 % სხვა ქვეყნის მთავრობებს და ასევე 5%-სთვის ეკლესიის მოსაზრებაა მნიშვნელოვანი. არ იცის 9%-მა.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები






