ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა.
კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა, 18%-ის აზრით ამომრჩეველთა შევიწროება. 14%-ს მიაჩნია, რომ პრობლემა არის ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოოდ ფულის ხარჯვა, ამომრჩეველთა სიები მიაჩნია პრობლემად 14%-ს, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა 12%-ს , სამსახურის შესანარჩუნებლად რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემა 12%-ს , კარუსელი 11%-ს, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა 10%, დამსაქმებლის მიერ იძულება 10%-ს.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები






