აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა
პოლიტიკა - 10:58, 27 Jul, 2017     1399
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი შეაფასა, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება.

პრემიერის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

„აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება -ასევე, რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ – Noble Partner, რომელშიც მონაწილეობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ასეთი ტიპის სწავლება მესამედ იმართება, რაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნამდვილად მისასალმებელია.

„ვფიქრობთ, აშშ-თან ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც არჩეულია ოთხი ძირითადი მიმართულება - უსაფრთხოება; კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა; დემოკრატიის განვითარება; ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. ვიზიტის დროს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი შედგება სულ რამდენიმე დღეში საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42