,,საშინლად მენატრები... გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეტური ტკივილისგან...“ - მანჩო გიორგობიანი შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის
სოც.მედია - 00:02, 27 Jul, 2017     62525
მანჩო გიორგობიანი მის გარდაცვლილ შვილს, სანდრო ქოიავას იხსენებს და ფეისბუქის გვერდზე ემოციურ პოსტს უძღვნის:

ჩემი სუნთქვა, დედას ნეტარება (ასეც ვეძახდი).. როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი , არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მონდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს , ისე ვიღებდით სანდროს ყველა ქებას , საკმაოდ ხშირად... სულაც არ მიკვირდა.. ყველაფერი ვიცოდი შენი, ერთი , რაც ვერ გავიგე, ვაჟა და დათა-თუთაშხია ბეჭებზე რატომ დაიხატე ტატუთი.. არა, მაგდენს კი ვხვდები, რომ აიდეალებდა და სამუდამოდ ამოიტვიფრა, თან ალბათ, უცხო ქვეყანაში, ნოსტალგია ცოტა აფრენინებს... მაგრამ სანდრო კი დავიფრინე, დიდ კლასიკოსებს, ტატუთი ბეჭებზე , ეს რა პატივისცემაამეთქი.?!.. თვალებს არ ვუჯერებდი... ეს იყო ერთადერთი რამ, რაშიც ვერ მოვრიგდით, დავხოცეთ ერთმანეთი , ბოლოს, შევეგუე რეალობის შეგუება და ფოტო გადავუგზავნე, მეღვინეთუხუცესის დათა , მეცი პატივი და ზუსტად მაინც მიამსგავსეთთმეთქი...და შევრიგდით

და მამამისი ხომ საერთოდ, გიჟი მამა , მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ყურადღებიანი და აქტიური მამა (მე თითიც არ გამინძრევია...), ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე სანდრო... ახრჩობდნენ ყურადღებით უსაყვარლესი , გამზრდელი ბებია-ბაბუები , ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები.. დეიდაშვილები, ყველა, მარტო ტელეფონზე კითხვა -პასუხს ვერ აუდიოდა ხოლმე, ყველა სათითაოდ ურეკავდა.. მეგონა ზედმეტად აწუხებდნენ, თურმე ამაოდ.. და მაინც წამი, შეცდომა და აღარ არის , გაქრა, წაიყვანა ღმერთმა უკან, დამსაჯა, რადგან სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებოდი მის საჩუქარს.. ალბათ, აღარ ჩამთვალა ღირს დედად... თურმე, სულ ტყუილად ვბრაზდებოდი ხოლმე მამაშენზე, ნუ ხარ ასეთი მკაცრიმეთქი , გაუთავებლად ვებრძოდი, ვეომებოდი.. არადა, როგორც ყოველთვის, ბაჩი აღმოჩნდა მართალი...

კი ვიცოდი შენი ყველაფერი, "პლანი" როდის გასინჯე და როდის მოიშორე... "კლუბურ ნარკოტიკს" როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ "ეს შენი არ არის", ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე ... მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე , ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში , თბილისში მინდა , მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო , შენ ხომ ბავშვობიდან, პატარა ბუთქუჩა სამი წლის სოკომ , მითახრი, "მე ფეგუთელი კი არა , ბიზნესმენი ვიქები და კაბლიოლეტს გიკიდიო" ))))) , "როგორც ჭეშმარიტი მეგრელი და გენეტიკური კომერსანტი (ასე ვაშაყირებდით აქეთა მხარე - რაჭველები)))) , ბიზნესმენობაზე ოცნებობდი, თითქმის გახდი კიდეც, უკვე შრომობდი ... არაჩვეულებრივადაც სწავლობდი , იქეღ ცურვა, აქეტ ხრიდოლო... აბა თხილამურები, აბა ფეხბურთი.., ცხენი არ გამოგვრჩა... ბოლოს კინგ-ბოქსინგმა , თუ რაღაც მსგავსმა გაიტაცა ... ამერიკიდან მიგზავნიდა ვიდეოებს... თითქოს სწორად გეგმავდი ცხოვრებას... გონებაგახსნილი, კარგი იუმორით...უკონფლიქტო... ყველა გიყვარდა... თითქმის ყველას , დიდიან პატარიანად ყველას უყვრადი... ყოველმხრივ მოსაწონი უახლოესი სამეგობრო... ყველა სანდროსნაირი ვარსკვლავები... ინტერესიანები, განატლებულები... წიგნი.. უნივერსიტეტები... სამომავლო ცხოვრების თემები... და ვტრიალებდი ამ მშვენიერ სამყაროში, არაფერზე ვნერვიულობდი... ცა ქუდად აღარ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად.. ყველა და ყველაფერი ჩემს გარშემო ტრილალებდით. უფლისგან ყველაფრით განებივრებულმა, დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს და მე, ეს ყველაფერი, დავიმსახურე... და მერე რა მოხდა, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მემ მინდა, ასეც უნდა იყოს, მე ხომ ყველაფერში მართალი ვარ ყოველთვის?! თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი... სიმართლე (თავის გამართლება) და ჭეშმარიტება დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან... ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია, სიმართლე კი , რამდენიმე შეიძლება იყოს... ყველას თვისი სიმართლე შეიძლება ჰქონდეს ... მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი, ახლა გავაცნობიერე... ვიღაც ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, ვირაც აპროტესტებს.. ვიღაც ბრაზდება , რომ ტელევიზორიდან გვიქადაგებენ "პლანის სასარგებლოობას", თითქოსდა არსად წაუკითხავთ, რომ ტვინის ატროფიას იწვევს და პლანით იწყება ყველაფერი...მაგალითად მე, გავცოფდი, როდესაც ყველაზე პოპულარულ სერიალში, ახალგაზრდა , "მისაბაძი " გოგო -ბიჭები გვიქადაგებდნენ , თუ როგორი "სვეცკკობაა" და "მოსულა" ნორმა პლანი და ექსტაზი.. იმ წამს მოკვლა მომინდა მსგავსი პროპაგანდის დამკვეთისაც და შემსრულებლისაც.. ძალიან მეწყინა ნიჭიერი და გემოვნებიანი სცენარისტისგან ნარკოტიკის აღვირახსნილი პროპაგანდა.. მეწყინა სახელმწიფოსგან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა... პირდადპირ საკუთარ თავზე მივიღე.... გავმწარდი, რომ ადამიანები არ უფრთხილდებან ადამიანებს ასე მარტივად გიმეტებენ თქვენ, ჯერ კიდევ გამოუცდელებს... თითქოს არ კმაროდეს შენი და უნიჭიერესი, უწესიერესი, ტალანტი დათუნა ცხაკაიას ასეთ უაზრო სიკვდილი, რაღაც სულელური შეცდომის გამო.. არ მესმის, რით განსხვავდბიან" პროპაგანდისტები" "ბარიგებისგან", ჩემთვის, ორივე გამავრცელებელია... აფექტში ვიყავი, მინდოდა დამერეკა, სკანდალი მომეწყო...მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე... მათაც ხომ საკუთარი პოზიცია პროგრესული აზროვნება ჰგონიათ, არადა, უბრალოდ უვიცობის ბრალია, რადგან არცერთი არ მგონია არაადამიანი... ამავე დროს , მე, ჩემი ტრაგიკული სიმართლე მაქვს, ფატალური ფინალით - სანდრო და დათუნა, ყიფო და კიდევ ბევრი სხვა , უნიჭიერესი და ულამაზესი, რომლებმაც გამრავლებაც ვერ მოასწრეს.... შვილიშვილი რომ მყოლოდა, ჩემი უბედურება ხომ განახევრდებოდა?ასე არ ამოვწყდებოდი!.. გთხოთ , გემუდარებით, გონს მოეგეთ,ათასი საშუალებაა, რომ ინფორმაცია ამოკრიფოთ ... პროფესიონალებს მაინც დაეკიეთ... ნუ აიღებთ ერის დამღუპველი ექსპერიმენტების ლობირებაში ფულს... ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს, ყველანი დავისჯებით...ჭეშმარიტება ხომ ერთია - ნარკოტიკის მოხმარება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით , ოდესმე აუცილებლად აზიანებს სულის ჭურჭელს ან პირდაპირ კლავს ერის მომავალს... ნუ დავუშვებთ, რომ ჩემი ბედი თუნდაც კიდევ ერთმა დედამ გაიზიაროს.. მტერს არ ვუსურვებ, ასეთ ჯოჯოხეთს ...

როგორც ფეკალიები არ უნდა გასინჯოს ადამიანმა, ასევე ნარკოტიკი!!! რატომ გავხადეთ სავალდებულო "გასინჯვვა"?! ფეკალიების მოყვარული ავადმყოფებიც არსებობენ, ამიტომ ჩვენც უნდა ავყვეთ და ყველამ გავსინჯოთ, თუ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ, თვალსაწიერის გაფართოებისთვის, გასინჯვა?!... გადავერთვები რაღაცაზე და უცბად მახსენდება, უცბად მეწყება ხრჩობა... ვიგუდები... წარმოუდგენელია, თითქოს ეს, არანაირად არ უნდა დაგვმართნოდა... სად შემეშალა ?! .. შეიძლება ვბოდავ, არ ვიცი... წამი არ ჩერდება ფიქრი, როგორც ქარი ისე მიქრის...

სრულიად სანათესაო ვტკბებოდით შენით... ამერიკის დატოვების არჩევანიც მოგიწონე და ერთობლივად ძლივს დავითანხმეთ მამაშენიც რომ აღარ გვინდოდა შენი დიპლომი, იმუშავებდი მამაშენთან... მე ბედნიერი ვიყავი, ბოლოს, ბაჩისაც გაეხსენი ბოლომდე , ისიც მოლბა და დაგიჯერა , საბუთების გადმოსატანად გაგიშვით... მაინც ცდუნება , წამი, და გაგვისხლტი , გაგვიფრინდი... და მაინც, "თენდება დილა 13 ივლისის, თალხით იბურება ჩვენი თბილისი. არსაით შველა, არსაით ძალა, ღვთის ნება იყო ასეთი,განა?!"- თითქოს ჩვენზეა დაწერილი... მწარედ დავისაჯე, უკვე ვიცი, ჩემი ცოდვებისთვის, რომლებისთვის, ისიც ვიცი...

ყველას რჩეული - ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი "ვაწალები და ღუდელები" "საკალელი ბეგუცებით" , რომ ღმერთის საჩუქარს ("ბოჟიი პოდაროჩეკს") ვეძახდით , ხუმრობის გარეშე... ან თვითონ როგორი მოსიყვარულე შვილი , შვილიშვილი, ძმა და მეგობარი იყო, ან როგორი საუკეთესო მეგობრები ჰყავს... ჭკვიანები, ჯანმრთელები, ან რა ჯიში , ან რა გენი.. საქართველოს ულამაზესი მომავალი...

დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი , მაგრამ ასეთ სასიკვდილო სილულელეს არა... ყმუილი მინდა... ალაბთ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ , ალბათ გადამეტ თავისუფლებას , რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი , მეგონა, ასე უფრო სწორი იყო ... ვფიქრობ, ვფიქრობ, გასკდა თავი..... შეცდომებს ვეძებ აღზრდის მეთოდებში, რომ მიკაზე და რეზიზე არ დამემართოს იგივე შეცდომა თუ შეცდომები, აღარც ვიცი. . ვკვდები და არც ვკვდები, ყველაფერი ისე მტკივა - სული, ხორცი, ძვალი, შიგნეულობა მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეტური ტკივილისგან... რა გემრიელი ყოფილა საფლავის მიწა... ალბათ დავიმსახურე.. მაგრამ მაინც ქვა და რკინა ვარ.. ყველაფერს გავუძლებ, შევძლებ და მეც გამოვსწორდები ... კლდედ გადავიქცევი და აღარასდროს დავეცემი .. შენ როგორი დედაც გინდოდა, ისეთი გავხდები ჩემო , მსოფლიოში, ერთადერთო და განუმეორებელო , ჩემო მზე - მანათობელო...

მახსენდება და მეცინება, ხანდახან მიკაზე და რეზიზე რომ ეჭვიანობდი, ისინი, ჩემზე მეტად გიყვარსო, სულ იმათზე ფიქრობო , არადა თვითონ, ჩემზე მეტად პატრონობდა თავის უმცროს ძმებს... ( ვითომ , თვითონ, ძალიან დიდი მყოლოდა , სულ რაღაც 2 და 4 წლით უფროსი იყო და კაცობდა , "აკონტროლებდა" , ფეხის ზომებიც კი ზეპირად იცოდა.. რომ რამის ყიდვა არ შეშლოდა.. აცმევდა -ახურავდა "ბიძობდა" , ამ დროს სადღაც ბავშვი ყოფილხარ მაინც, დედა გდომებია , კიდევ გჭირდებოდა და მე გვიან მივხვდი.. ... არა დეე, არც იფიქქრო, იმათ, დედა , ადრე გარდაეცვალათ და უბრალოდ, შენზე მეტს ვეფერებოდი ადრე, ბოლოს ხომ სენც ძალიან ბევრ გეფერებოდი, მოგისიყვარულე, სულ ჩახუტებული მყავდი ... ისევ ერთნაირად მიყვარხართ დე, უბრალოდ ბიჭებს ვერ მივატოვებ, ჯერ და შენთან ვერ გამოვიქცევი.. არ მაქვს უფლება, დელასც ვერ დავტოვებ, ვჭირდები, ეგეც ხომ შვილკვდარი დედაა და ხლა კიდევ შენ მისი "პრინცი", მისი იმედი, არც მალავდა არასდროს, რომ შენ ხარ უსაყვარლესი შვილისშვილი, აი, დედაჩემმა რა შეცოდა ეგეთი, მაგას ჯერ ვერ ჩავწვდი , როდესმე ამოვხსნი...რადგან "არა არს დაფარული, ყველაფერი გაცხადდების "..იქნებ იმიტომ, რომ ასე საჯაროდ გაფეტიშებდა, მისი კულტი იყავი, გაღმერთებდა ?! დაუმსახურებლად დაგაყენა მიკას და რეზიზე წინ, პირველიაო და რა ვქნაო, თავს იმართლებდა არ ვიცი...

შენ კიდევ, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ მაპატიე, ხანდახან ვცოდავ ხოლმე და მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მგონია თავი, არადა ვგრძნობ, რომ შენ კარგად ხარ, ჩემთან როდის ხარ ხოლმე და მამაშენს როდის დასდევ ხოლმე რომ დაეხმარო, მაგასც ვგრძნობ.. მაპატიე, ყველაფერს მოვინანიებ და როდესაც ღმერთი მომცემს უფლებას, მოვალ და ჩაგეხუტები, გულის მხრიდან მოგიწვები და მერე, სულ ერთად ვიქნებით, წამითაც არ მიგატოვებ... აღარასოდეს დე

P.S. ვხოცავდით მე და ბაჩი ერთმანეთ, არა ჩემი შვილია, არა ჩემი შვილია... )))) ჩემი კოპიოა, არა ჩემი ასლია... იმდენს ვჭიჭყინებდი, ყველა კვერს მიკრავდა... )))) მაინც ვერ გაგიყავით, მიხელივით გექაჩებოდით... ვყრი ფარ-ხმალს... ბაჩის აღზრდის მეთოდი უფრო სწორი ყოფილა, კაცის ტვინი სულ სხვაა , უნდა დამეჯერებინა... სამაგიეროდ , ახლა მოვუხდი სახალხოდ ბოდიშს და გადავუხდი უდიდეს მადლობას, რომ ასეთი შვილი გამიზარდა , არაფერი არასდროს არ მოგაკლო, არაფერზე გული არ მწყდება, რომ "აი ჩემს შვილს უნდოდა და რამე აკლდა, რომელიმე ოცნება ვერ ავუხდინეთ", ამაზე მაინც არ მაქვს სატირალი.. დიდი და სერიოზული, პირველი და უკანასკნელი სიყვარულიც განიცადე, ეს დიდი ბედნიერებაა და მხოლოდ უფალი გვჩუქნის... მამაშენმა, რაც მოასწრო, მსოფლიო შემოგატარა, შენს გარშემო აწყობდა და გეგმავდა ყველაფერს.... ყველაფერი გაგიკეთა ამ ქვეყანაზე და ახლა ყველაფერს გიკეთებს, რაც იმ ქვეყანას გესაჭიროება... მე ამდენი არ შემიძლია...არადა, ჩემზე მეტად უჭირს, ჩემზე მეტად მეცოდება... რით ვუშველო აღარ ვიცი... კაცის გლოვა სხვა ყოფილა... მეტირება ბაჩის, გოგას, მიკას და შენს მსოფლიოში უმაგრეს ბაბალუჩა თენგიზს რომ ვუყურებ... თაზო, მაიკო, ვერო, თამუნა... ყველა მკვდარია... ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემზე ცუდად არის ყველა, შენს გარშემო... არ ვიცი..დადიან დადიან დღეს და ღამეებს გითენებენ. .. მარტო , თითქმის არასდროს გტოვებენ... მე ახლახანს დავიწყე დე, მხოლოდ ახლა შევძელი, რომ მოგიჯდე, გელაპარაკო, გეფერო..ფოტოებსაც სულ ახლახანს გადავხედე... რეალობას გავურბოდი... ახლა, როგორც ყველა შენიანი, მეც ყველაფერს ვეცდები... შენ როგორც გაგეხარდებოდა, ისე გავატანინებთ ერთმანეთს წუთისოფელს , გპირდები... მე ვგრძნობ, შენ როგორ დარდობ ყველას ბება ლედის, იას, ბაბლუჩას.. ყველას... ყველას შენს მეგობრებს.... მე ყველაფერს ვეცდები.... გულში ჩავიკრავ, ყველას დავამშვიდებ, ყველას ვეყოფი.... თავს შემოვევლები... ყველას ვეტყვი, რომ შენ ძალიან კარგად და ღმერთთან ახლოს ხარ.... მაგრამ ხანდახან მაინც ძალიან სუსტი ვარ.... სასტიკად , საშშინლად მენატრები... სად გავექცე ამ ჩემს ფიქრებს აღარ ვიცი ხოლმე... ახლა მივაგენი გამოსავალს, შენთან მოსულს, შენთან ერთად მეფიქრება ყველაზე კარგად და ყველაზე სორ გადაწყვეტილებებს , შენთან ერთად ვიღებ, შენ გითანხმებ, შენი თვალით ვუყურებ ჩემს თავს, რაც შენ არ მოგწონდა ჩემში , მეც აღარ მომწონს... მართალი იყავი და ტყუილად გეწინააღმდეგებოდი... ვიღებ შენს რჩევებს... შევეცდები ჩემი ყველა ნაბიჯი მოგეწონოს.. გბაძავ, შენ როგორც იქცეოდი ხოლმე გარკვეულ სიტუაციებში, როგორი კეთილშობილი და ყველას მოყვარული ადამიანიც იყავი, მეც მოვიშორებ აგრესიას, მეც შევეცდები ყველას გამართლება მოვუძებნო.. სწორად მივუდგე.. აღარ გავიმეტებ ასე იოლად ადამიანებს, შევეცდები სწორ გზაზე დავაყენო..

....ამოვთქვი.. ამოვხეთქე... ნაწილობრივ მოვინანიე.. მორჩა ... მე მეტს აღარ ვიტირებ... ჩემს ცრემლებს , თქვენ ვეღარ ნახავთ... აღარ შეგაწუხებთ... თუ მიმსახურებთ, დიდ მადლობას გეტყვით... აჩვეულებრივად , სრული ატვირტვითვიცხოვრებ , ასე უფრო მალე გავა დრო და ვეცდები გამოვსწორდე, ადამიანი გავხდე... იქნებ დავიმსახურო ჩემ შვილთან ყოფნა, იქნებ მეც ღირსი გავხდე უფალთან სიახლოვის.. მარადიული სიცოცხლის

და ბოლოს, ბაჩი, სრულიად საქართველოს თანდასწრებით , სახალხოდ ვაღიარებ, რომ სანდრო მირიანის ძე ქოიავა შენი ასლია, კოპიო, აღნაგობთაც, თვალი-წარბითაც, გამოხედვითაც, ღიმილითაც კი )))) ნუ, ცოტა, თავს ვიმშვიდებდი, თვალები აქვს ჩემიმეთქი და ეგეც არა, ამ ფოტომ საბოლოოდ დამაყრევინა ფარ-ხმალი... მოკლედ, თხემით ტერფამდე შენი ალი-კვალია, ასლი, კოპიო, ხასიათიც, ტვინის სისხარტეც.. ყველაფერი, ყვე-ლა-ფე-რი!!!... ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამითმია და ჰა, პირველად შენ დაგითმე, ჯანდაბას, ბოლომდე დავკნინდები ))))) დაგნებდიიი ! არადა, როგორ მინდოდა, სულ ჩემი ყოფილიყო, შენ ხომ ულამაზესი სოფიც გყავს ...

და ბოლოს, ყველას გტხოვთ, გემუდარებით, როდესაც დეპრესია დაგეწყებათ, ან თავს უბედურად იგრძნობთ რაღაც მიმდინარე პრობლემების , ანდაც გაუარესებული ჯანმრთელობის, ან ... ან ... ან უამმრავი სხვა მიზეზისდა გამო, სანამ იტირებთ, დახუჭეთ თვალები და დედა-შვილი წარმოგვიდგნიეთ, გაიხსენეთ, რომ თვენზე ბევრად კი არა, მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მანჩო გიორგობიანი ცხოვრობს თქვენს გვერდით , რომელსაც არაფერი აღარ ეშველება... თქვენი პრობლემები კი , ყველა მოგვარებადია... არ არსებობს ჩიხი, ცხრა ზღვის და ცხრა მთის გადალახვაც კი შესაძლებელია.. გაიმართეთ და ძალიან თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერი კარგად იქნება .. ჩვენ დაგეხმარებით, ერთმანეთს დავეხმარებით, "ერთად ერთმანეთისთვის" ჩვენ შევძლებთ...

ყველაფერში მიგულეთ თქვენს გვერდით.. დამირეკეთ და ერთად გადავლახოთ ყველა პრობლემა... ადამიანებო, მიყვარხართ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42