საქართველოს პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია, საუბარია „თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ დადებულ ვეტოზე. „თვითმმართველობის კოდექსზე“ დადებული ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ იქნა დაძლეული, „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტო ასევე დაძლეულია - 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე:
„პრეზიდენტი ცდილობდა, რომ ამ მოტივირებული შენიშვნებით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ საფრთხისთვის, რასაც ეს ცვლილებები თვითმმართველობის სფეროში და არჩევნების სფეროში წარმოადგენს ჩვენი დემოკრატიის ხარისხისთვის. პრეზიდენტი დღეს მოტივირებული შენიშვნებით ცდილობდა შეექმნა ასპარეზი მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც ახლა რაღაც უმრავლესობამ ეს შენიშვნები დაძლია, მივიღებთ ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძე ასევე ეხმაურება მასსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას:
„ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი. თანამდებობისთვის შეუფერებელი, სამწუხაროდ ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“. სამწუხაროდ ის ასევე შეურაცხყოფას აყენებს ათი ათასობით სახელმწიფო მოსამსახურეს. ჩვენ საზოგადოებას მითითებული აქვს არაერთხელ ნულოვანი ტოლერანტობა მსგავსი დისკუსის მიმართ“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






