საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. მომხდარს ადასტურებს დავით საყვარელიძე და უკრაინაში საქართველოს ელჩი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საუბრობს:
„ეს არის საემიგრაციო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ამავე სამსახურის შესახემ შექმნი მოქმედი კანონმდებლობის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოხდა მოქალაქეობის შეწყვეტა. თუმცა, გვერდზე რომ გადავდოთ სამართლებრივი საკითხები, ცხადია ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ცხადია ეს გადაწყვეტილება არის უმაღლეს დონეზე მიღებული. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინა ოლიგარქიული რეჟიმის მიერ იმართება, ისეთივე ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში და ძალიან საეჭვოა ის დამთხვევა, რომ სწორედ პეტრო პოროშენკოს საქართველოს ვიზიტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ასევე დადასტურებული ინფორმაციით ვიცით, რომ გაიმართა ურეკში მისი შეხვდერა ბიძინა ივანიშვილთან, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს გაკეთდა ისე, როდესაც სააკაშვილი არ იმყოფენოდა უკრაინაში. ცხადია აქ ყველაფერი, რომ სააკაშვილი მიუღებელია ოლიგარქიული რეჟიმებისათვის, ხოლო ოლიგარქიული რეჟიმები როგორც წესი ცხოვრობენ ხალხის ხარჯზე, ისინი დგანან ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, რეპრესიულ ძალოვან სტრუქტურებზე და მაფიოზური კლანების გააქტიურებაზე. ასეთი რეჟიმები თანამედროვე სამყაროში როგორც წესი დიდხანს ვერ ძლებენ, არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, სიმართლე არ დაიმალება, ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მალე დასრულდება.
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა არავითარი იმუნიტეტი არ ყოფილა. ეს უბრალოდ იყო ის, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება სააკაშვილი საქართველოში, რადგან რაღაცნაირად მაინც მოახდინოს თავისუფლებაზე გალაშქრება, თუმცა, ვერ მიიღებენ ისინი სააკაშვილის ექსტრადირებას ვერცერთი სახელმწიფოსგან. სრულ ცირკთან და აბსურდთან გვაქვს საქმე, ამას არავინ არ გადაყლაპავს, ქართული ოცნება ვერ ეღირსება იმას, რაც განზრახული აქვს. ჩვენ სამართლებრივი გზებით ვეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, სადაც არ უნდა დაგვჭირდეს ეს. ძალიან მალე სავარაუდოდ მსოფლიო პრესა ისაუბრებს ამაზე და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხთან დაკავშრებით მოხდეს თავად სააკაშილის ჩართვა როგორც BBC-ის ასევე CNN-ის ეთერში და თავად ისაუბრებს. რა თქმა უნდა აქ ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან ადგილი. დამკვეთები არიან ოლიგარქები, ადამიანები, რომლებიც მართავენ ოლიგარქებს და სხედან კრემლში, იგივე ადამიანები, რომლებიც მართავენ ბიძინა ივანიშვილს. პოროშენკოს რეჟიმი დიდიხანია მიდის დასრულებისკენ და ეს პროცესები დააჩქარებს ამას“, - აცხადებს კოტე იოსელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






