უკრაინაში საქართველოს ელჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გელა დუმბაძე აცხადებს, რომ ოფიციალურად საელჩოსთვის უკრაინულ მხარეს აღნიშნული ინფორმაცია არ უცნობებია, რადგან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან ამის თაობაზე ინფორმაცია. ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დოკუმენტს ხელი მოაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ რამე დამატებითი შეტყობინება, ან ოფიციალური სახის წერილი არ მიგვიღია ამის თაობაზე.
მიზეზი არ არის ასახული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელმოწერის აქტი შესრულდა, სადაც მიზეზი, რატომ, რისთვის, ეს არ არის წარმოჩენილი და უბრალოდ ფაქტის თაობაზე შევიტყვეთ. უკრაინული მხარეს არ აქვს ვალდებულება საელჩოს ცალკე წერილით აცნობოს, რადგან სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ჩვენ უბრალოდ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ სხვადასხვა არხიდან და ვიცით, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტს ხელი მოეწერა“, - აცხადებს გელა დუმბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






