„პოროშენკო მსოფლიოს ყველა დიქტატორს უსწრებს: სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა და აუკრძალა უკრაინაში შესვლა. შეშინდა...!
ვფიქრობ, ვრცელი კომენტარი ზედმეტია. ნათელია, რომ უკრაინამ მორიგი „იანუკოვიჩი“ მიიღო - უბრალოდ ინგლისურენოვანი.
დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - უკრაინა გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზეა. კაცი, რომელიც ამ ყველაფერზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და ქვეყანაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა.
მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს - Рух Новых Сил Михаила Саакашвили. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ეს ეს პეტრო პოროშენკოს დასასრულთან გვაახლოებს.
ჩვენ შემდგომი ერთობლივი მოქმედებებისთვის შტაბის შექმნაზე ვთანხმდებით.
ვინ არის ჩვენთან ერთად სიმართლის მხარეს?" - წერს საყვარელიძე.

მასალის გამოყენების პირობები






