„პრეზიდენტის ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:15, 26 Jul, 2017     1277
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით სიტყვით გამოვიდა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პირადად, ყურადღებით გაეცნო და მისი შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია.

„ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი. არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს. საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის . აქედან გამომდინარე, ვთხოვე კომიტეტებს, რომ მთელი ყურადღებით გასცნობოდნენ შენიშვნებს და წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს. პირადად გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც იქნა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ჩემი დაინტერესება იყო ამ შემთხვევაში განსაკუთრებული, იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელსაც ვიყავი ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც იყო დაკავშირებული თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან. გარდა ამისა, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე, დაახლოებით, რვა წლის განმავლობაში, ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ყურადღებით გავცნობოდით წარმოდგენილ შენიშვნებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შენიშვნები არგუმენტებით არ არის დასაბუთებული. პრეზიდენტის შენიშვნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემთხვევაში, ეს ერთეულები კარგავენ საკუთარი ურბანული განვითარების დაგეგმვის შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძემ ევროპის ქვეყნების მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ „ევროპა არის საუკეთესო პრაქტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც ერთ თვითმმართველ ერთეულში არის გაერთიანებული როგორც ურბანული, ისე არაურბანული დასახლებები და აქ ზუსტად ისეთივე წარმატებით ხორციელდება ურბანული განვითარების დაგეგმვა, როგორც იმ ერთეულებში, სადაც თვითმმართველი ქალაქი ცალკე არის წარმოდგენილი“.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არგუმენტი არ არის მოყვანილი კიდევ ერთ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარების გართულებას ეხება.

„არანაირი არგუმენტი არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რატომ არის უფრო რთული კომუნალური პრობლემების მოგვარება გაერთიანების პირობებში, ვიდრე დაშლის პირობებში, ეს არ არის არანაირად არგუმენტირებული. უფრო მეტიც, არსებობს უამრავი დასკვნა, საერთაშორისო ექსპერტების და ასე შემდეგ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კონსოლიდაიციის პირობებში, ანუ გამსხვილების პირობებში, ბუნებრივია, ხარჯთეფექტიანობა იზრდება, მასშტაბის ეკონომია ეს არის კლასიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება მეცნიერებაში, რაც პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება კომუნალური მომსახურებების ხარისხზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, იმ პირობებში,როდესაც ურბანული და არაურბანული დასახლებები ერთ ერთეულშია თავმოყრილი, ბევრად უფრო მარტივია სტრატეგიული დაგეგმვა, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც დასახლებები ცალ-ცალკეა.

„ სტრატეგიულ დაგეგმვაში ანა-ბანას დონეზე ვინც ერკვევა, ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ იმ პირობებში,როდესაც ურბანული და არაურბანული დასახლებები ერთად არის ერთ ერთეულში თავმოყრილი, ბევრად უფრო მარტივია სტრატეგიული დაგეგმვა, მათ შორის, ურბანული განვითარების, სივრცითი განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც ერთი დასახლება არის ცალკე და მეორე-ცალკე“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ქალაქებისა და სოფლების თანაარსებობა ურბანიზაციის პროცესს უწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზეც.

„ევროპაში წარიმართება გამსხვილება. ეს არის ძალიან გამოკვეთილი ტენდენცია და გამსხვილების მიზანი არის ერთადერთი რამ-თვითმმართველობის სისტემის გაძლიერება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, არაფერი არ ადასტურებს იმას, რომ 14 ერთეულში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი გაზრდილია.

„მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი მთელი სიმყარით შემიძლია, მოგახსენოთ, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც იყო 2014 წლამდე ანუ ერთეულების გაყოფამდე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე ათეულით არის გაზრდილი პეტიციების რაოდენობა. რამ გამოიწვია პეტიციების ზრდა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პეტიციის შინაარსი შეიცვალა. მანამდე თუ მხოლოდ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით შეიძლებოდა პეტიციის შეტანა, ახლა პეტიცია შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის გზების დაგება, წყლის გაყვანა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ გაიზარდა პეტიციების მაჩვენებელი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველი ერთეულების გაყოფამ გამოიწვია მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა რეალობას უნდა ერგებოდეს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დეცენტრალიზაციასა და დაშლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება. ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა 2014 წელს, არ იყო არავითარი დეცენტრალიზაციის სტრატეგია, და იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის მონაწილეობითაც არის შემუშავებული ეს დოკუმენტი, მაშინ ჩააგდო დეცენტრალიზაციის რეფორმა. ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელებულიყო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას ავალებდა ქვეყნის იმჟამინდელი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

„აქ იყო ნახსენები ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მაშინ იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი, პირდაპირ ავალებდა ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია შეემუშავებინათ.ამ პოლიტიკურმა ძალამ, რეალურად ჩააგდო, რამდენიმე წლით საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელება, თუმცა ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ დღეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, თვითმმართველობის სისტემა გარკვეულ ლოგიკას ემორჩიილებოდეს, რომელიც ურბანული და არაურბანული დასახლებების ურთიერთქმედებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, სამთავრობო გუნდთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთქმედებით, დეცენტრალიზაციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემა დაუბრუნდეს იმ ლოგიკას, რომელზეც იყო ის თავიდანვე აგებული და რომელიც მოირღვა თავის დროზე 2014 წელს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს ცვლილება გააძლიერებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას. დეცენტრალიზაციის მიმართულებით არის ძალიან ამბიციური გეგმები დასასახი და შესაბამისი ნაბიჯები გადასადგმელი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში დეცენტრალიზაციის განხორციელება და მათ შორის, პირველ რიგში, ფისკალური დეცენტრალიზაციის განხორციელება. ეს ვერ გაკეთდება შესაბამისი გეგმის გარეშე, შესაბამისი სტრატეგიის გარეშე. ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები სამთავრობო გუნდთან, პრემიერის ხელმძღვანელობით და უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ შემუშავდეს პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთქმედებით დეცენტრალიზაციის საერთო ეროვნული სტრატეგია, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებს საშუალოვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და კონსოლიდაციას ემსახურება.

„და ბოლოს, პოლიტიკური რეპლიკები ისმოდა აქ, თითქოს ჩვენ გვინდა ხალხის გაქრობა. ხალხის გაქრობა ღმერთმა ნუ წარმოგვადგენინოს და ესეც რომ არ იყოს, სუბიექტურად ვართ დაინტერესებული ხალხის არსებობით, იმიტომ, რომ ხალხი არის ის, ვინც გვაგებინებს ჩვენ არჩევნებს. ეს მოხდა შარშან და ეს მოხდება ბუნებრივია წელსაც. ეს იქნება მორიგი პლებისციტი, რომლითაც დადასტურდება საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2012 წლიდან და რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოში ვითარება და ეს ცვლილებებიც, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი და მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ემსახურება იმას, რომ ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და განხორციელდეს პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და კონსოლიდაცია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42