"შევახსენებ მოსახლეობას, რომ ვეტოს წარდგენა პარლამენტში არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლმაენტში, შესაბამისად საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის გაწყვეტინება, არაერთი, მისთვის ხელისშეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები. ეს უკვე აღარ არის არც ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი, არც იურიდიული საკითხი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილების სისტემაზე იერიშის მიტანის მცდელობა.
დღეს არაერთხელ, პარლმანეტის თავმჯდომარემ ხელი შეუშალა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ვინც არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში, განეხორციელებინა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება წარედგინა ვეტო. არაერთხელ ხელი შეუშალა გაწყვეტინებით, ასევე მცდელობით, რომ დაეწესებინა, რისი თქმის უფლება აქვს საპარლამენტო მდივანს და რის არა. ჩვენი კონსტიტუციით დამკვიდრებულია უფლება, რომ პრეზიდენტი წარადგენს მოტივირებულ შენიშვნებს, დამკვიდრებულია გამიჯვნა ხელისუფლებების, უფლებამოსილებების პრეზიდენტსა და პარლამენტსა შორის. ეს მცდელობა შევუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პარლამენტში , ბუნებრვია არის ამ კოსტიტუციური ბალანსის დარღვევის მცდელობა"- განაცხადა ანა დოლიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2 კანონპროექტზე დადებულ ვეტოს განხილვას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის, კამათი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






