"პოლიტიკოსთან პოლემიკაში ნუ შემოდიხართ" - პარლამენტის თავმჯდომარემ და ანა დოლიძემ იკამათეს (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:09, 26 Jul, 2017     2898

საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის შენიშვნებს მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნების წარმოდგენის დროს პარლამენტის თავმჯდომარესა და ანა დოლიძეს შორის კამათს ქონდა ადგილი. ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმაში დაადანაშაულა, ირაკლი კობახიძემ კი დოლიძეს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

"თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე" - თქვა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უთხრა, რომ ის "საჯარო მოსამსახურეა და შესაბამისი ეთიკის ნორმები უნდა დაიცვას".

"შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს. პოლემიკა ამით არ ამოწურულა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ "მსგავსი ტიპის დისკურსს არ აყვება".

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო მდივანს, რომ მას პოლიტიკოსებზე საუბრის უფლება არ აქვს.

"პოლიტიკურ პოლემიკაში თქვენ არ შეიძლება შემოხვიდეთ. პოლიტიკური პასუხები პრეზიდენტის პრეროგატივაა, ის არის პოლიტიკოსი თქვენგან განსხვავებით" - უთხრა ჯობახიძემ დოლიძეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობას და კობახიძეს მიმართა, რომ "მათივე მიღებული კანონმდებლობით, ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ".

"თქვენივე რეფორმის შედეგად, თქვენ ამოიღეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიის ჩამონათვალიდან" - განაცხადა დოლიძემ, რაზეც, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დოლიძე ტყუის.

"საჯარო მოხელე რომ პოლიტიკოსთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეს, ეს არის პოლიტიკური თეორიის ანა-ბანა" -თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42