„როგორც თქვენ არ იცნობთ, ჟურნალისტები, ასევე არ იცნობს მას 99,9% საქართველოს მოსახლეობის. დღეს ყველა არის დაკავებული იმით, რომ საკუთარ თავზე უნდათ, რომ მიიქციონ ყურადღება. ჩვენ შევიტანთ სარჩელს ცილისწამებისთვის, რასაკვირველია, მაგრამ საქმე არის იმაში, რომ როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი უნდა არსებობდეს. გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ ეს არის მართული პროცესი და უბრალოდ, ვცდილობ დავადგინო, თუ ვის მიერ არის მართული,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ლატარია გიორგი ლომიას წამებაში ადანაშაულებს, მისი თქმით 2016 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში კი სკამზე დაბმული გიორგი ლომიამ სცემა. მიზეზი სოციალურ ქსელში "პატრიოთა ალიანსის" წევრების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო, რომლის შინაარსსაც ირაკლი ლატარია კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






