ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს ეხმიანება
პოლიტიკა - 14:41, 26 Jul, 2017     1760
ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი ბოლო დღეებში თბილისში, სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს ეხმიანება. როგორც ელისაშვილის შტაბის პრესსპიკერი ლაშა მესხი აცხადებს დაუგეგმავ და სრულიად უაზრო მშენებლობებს ჩვენს ჯანმრთელობასთან, მწვანე ნარგავებთან, პარკებთან და ტროტუარებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეც ეწირება.

„მიმდინარე კვირაში მეორე სიცოცხლე შეეწირა ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას. დღეს დილით სოხუმის ქუჩაზე 4 მუშა მოყვა ამორტიზებული შენობის ნანგრევებში. სამწუხაროდ 1 გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დიღომშიც მოხდა სადაც 27 წლის მუშა დავკარგეთ.

უკვე ცხადად ვხედავთ, რომ დაუგეგმავ და სრულიად უაზრო მშენებლობებს ჩვენს ჯანმრთელობასთან, მწვანე ნარგავებთან, პარკებთან და ტროტუარებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეც ეწირება. არავინაა მშენებლობების და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა იმას რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვუყურებთ განუკითხაობასთან ერთად სახელწიფოსა და მასთან მიტმასნილი, უკონტროლო ბიზნესის დიქტატურა ჰქვია.

დიდუბეში მომხდარ ფაქტზე ვიცით, ის, რომ ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნული კომპანია გაფრთხილებული ჰყავდა უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშრებით. მხოლოდ გაფრთხილება და ფურცლების ფრიანი არ შველის საქმეს. რეალური ცვლილებებია ამ მიმართულებით გასატარებელი!

ჩვენი ხედვაა ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის აშენება, სადაც მათი სიცოცხლე ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების გარიგებებს აღარ შეეწირება.

მივმართავთ მერიას და ხელისუფლებას! დროა გონს მოეგოთ და აიღოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე! მერამდენე ადამიანი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ თქვენ ყურები შეიბერტყოთ? საკმარისია თქვენთან დაახლოებულ ბიზნესთან სირაქლებას პოზიციაში ყოფნა, მაშინ, როცა ზღვარი ადამიანის სიცოცხლეზე გადის! საჭიროა სწრაფი და ეფექტური ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. უკვე აღარავინ საუბრობს პოლიტიკურ გემოვნებაზე ან სულაც მოახლოებულ არჩევნებზე. ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის დროა და არა ლოდინის. ლოდინი ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს საკუთარ სამუშაო ადგილებზე გვარმევს!!!“- განაცხადა ლაშა მესხმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42