კვლევის შედეგების თანახმად საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე გამოკითხულთა 60%-ს ინფორმაცია არ აქვს, ინფორმირტებულია 32%, არ იცის 8%-მა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ საჯარო შეხვედრებს გამოკითხულთა მხოლოდ 2% დასწრებია, 89%- აცხადებს, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. არ იცის 9%-მა.
გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სმენია 32 % მიიჩნევს რომ ეს ცვლილებები მოქალაქეების შეხედულებებს საერთოდ არ ასახავს. 47% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ასახავს, 6%-ის აზრით ეს ცვლილებები მოქალაქეების შეხედულებებს სრულად ასახავს, 15%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.
მასალის გამოყენების პირობები






