ვენეციის კომისიის წერილი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს - ჯანი ბუკიკიომ პარტიების მიმართვას უპასუხა, მის წერილში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის საკითხზე აუცილებელია დიალოგის მიღწევა კონსესუსისთვის.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ იმ შედეგის დადება, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ელის, მხოლოდ დიალოგის საშუალებით იქნება შესაძლებელი:
„წერილში არის პირდაპირი მინიშნება, დიალოგის გამართვა კონსესუსის მისაღწევად. სწორედ ეს არის დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი მოთხოვნა, იგულისხმება ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მხოლოდ პროცესის უკან დაბრუნებით და პრინციპებზე, ანუ საწყის ეტაპზე კონსესუსის მიღწევით იქნება შესაძლებელი იმ შედეგის დადება, რა შედეგსაც ელოდება ჩვენგან საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართული საზოგადოება“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






