NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს.
კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - 52% სამუშაო ადგილებს, 31% - სიღარიბეს; 30% - ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.
ყველაზე გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის შედეგებს სამწუხარო რეალობას უწოდებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, მაშინ როდესაც მოსახლეობის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმება ცხოვრების ნაწილად იქცა.
"სამწუხაროდ ეს კვლევა აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემები, რაც საზოგადოებას აწუხებს უმუშევრობა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობის, კუთხით არანაირი წინსვლა არ გვაქვს და შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები უიმედოდ უყურებენ მომავალს, იმიტომ რომ ვერ ხედავენ ქმედითი პოლიტიკის გატარებას აპირებს თუ არა ვინმე. ამის პარალელურად, ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ ნეპოტიზმი და კორუფცია სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, როგორც ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, მაშინ როდესაც მათი მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა. ვფიქრობ, რომ მოქალაქეები ხედავენ თუ როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა, ნეპოტისტური საკადრო გადაწყვეტილებები გახდა ჩვეულებრივი ცხოვრების რეალობა და ცხოვრების ნაწილი"- განაცხადა "ნიუპოსტთან" სალომე სამადაშვილმა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის+/-2.2%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






