"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, ირაკლი ლატარია, პარლამენტის წევრ, "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს.
როგორც ლატარია თავის "ფეისბუქ" გვერდზე წერს, რომ ლომიამ 9 თვის წინ, გაიტაცა და ცემეს მისივე თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა".
"მე, მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება, გადატეცა გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგიზ ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, მე არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!
(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ ...... ) ეს მოკლედ, რაც მოხდა.
ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი ,,სასტავი" ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო, (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი - მერაბიშვილის ზონდერი. მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!"- წერს ლოტარია.
მისივე თქმით, ამ საკითხის გახმაურებისგან თავს იმიტომ იკავება, რომ ორსულ მეუღლეს არ ენერვიულა.
"9 თვე, ყველაფერი გავაკეთე რომ ჩემს ცოლს არ ენერვიულა, რადგან არ მინდოდა ორსული ადამიანის პრობლემები!!! 9 თვე, რაც მე გადავყლაპე და ჩავიკალი, 37 წლის განმავლობაში ამის მეასედი არ გამიკეთებია!!!
ახლა, რახან ჩემი ელენე გაჩნდა და ყველაფერი კარგად არის, თბილისიდან დაწყებული, მცხეთის გავლით და ბათუმში დამთავრებული, ვინც კი რაიმე არაკაცობა ჩაიდინა და თან იბლატავა, ვინც კი მომიტაცა, მაწამა, სააკაშვილის დრო გამახსენა და ბევრად უარესად მომექცა, ყველას სათითაოდ მივხედავ/ ზოგს პოლიტიკურად, ზოგს იურიდიულად.
21 ოქტომბრიდან 24 ივლისამდე რაც არ მიძინია და ისიც მხოლოდ ჩემი შვილის დედის გამო, როგორ გეგონათ რომ ამას ოდესმე შეგარჩენდით?!!!
ამ პოსტს განა იმიტომ ვწერ, რომ რაიმეთი ,,ვბლატაობ"? არა, უბრალოდ არ მინდა რომ პოლიტიკურში ჩამითვალონ ის, რასაც ჩავიდენ!!!
არასოდეს შემირჩენია არავისთვის ის, რაც ვიღაცეების გამო გადავყლაპე და ახლა, მე ვარ უმართავი და ყველაფერზე წავალ, რათა ყველა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
პს: რა ცუდად მიცნობთ, 9 თვე, 1 საათი არ მძინებია, ამას გაპატიებთ მე თქვეენ?!!!"- წერს ლატარია "ფეისბუქ" გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






